საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
- პოლიტიკა
- 03.11.2015
- 18:05
3 ნოემბერს, ქ. თბილისში საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები დეპარტამენტების დირექტორების დონეზე.
კონსულტაციებზე განხილულ იქნა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები. კონსულტაციების ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია.
მხარეების მიერ გაიცვალა მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემატიკაზე და ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200