png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 24.04.2017
  • 14:21
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი თბილისში ვიზიტით იმყოფება. 
 
სვენ მიკსერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობაზე. 
სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 
 
სვენ მიკსერის თქმით, საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს როგორც, ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან. 
 
"საქართველოს მთავრობას მოუწევს მტკივნეული რეფორმების ჩატარება, რათა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. თუმცა ეს პროცესი დადებითად აისახება მოსახლეობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე", - განაცხადა ესტონელმა დიპლომატმა. 
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, ესტონეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, რაც ვიზიტის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს.
მისივე თქმით, ესტონეთი მიესალმება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.მიხეილ ჯანელიძის თქმით, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. 
ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. სვენ მიკსერი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge