png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

თბილისში ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

  • საზოგადოება
  • 24.04.2017
  • 14:40
 თბილისში ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ „ისრაელის სახლში“ ქართველი შინდლერების პარკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნება, რომელიც წელს 24-25 აპრილს აღინიშნება.

პარკი თბილისში, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის იციკ მოშეს ინიციატივითა და დედაქალაქის მერიისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სავარაუდოდ, გმირთა მოედნის მიმდებარედ მოეწყობა.

პროექტის მიხედვით, დაიდგმება იერუსალიმის ორი ქვა, რომელთაგან ერთზე ამოტვიფრული იქნება ისრაელის იად ვა-შემის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად აღიარებული სერგი მეტრეველის სახელი და გვარი, ხოლო მეორეზე სხვა ქართველი შინდლერების - გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიასა და საბა კლდიაშვილის სახელები და გვარები.

ქართველი შინდლერების პარკი შევა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტში, რომელსაც წელს ზაფხულიდან, ევროსაბჭოს ეგიდით, „ისრაელის სახლი“ განახორციელებს.

პრეზენტაციას დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ხელმძღვანელობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „ჯოინთის“ წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე გაიმართება იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმის მიერ მართალად შერაცხული სერგი მეტრეველის შესახებ ისრაელის სახლის ინიციატივითა და ქნესეთის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

დაგეგმილია, აგრეთვე, „ისრაელის სახლის“ მიერ მომზადებული, მთავრობებისთვის ისრაელ-საქართველოს 2017 წლის თანამშრომლობის გეგმა/შეთავაზების პრეზენტაცია.   

 ღონისძიება 25 აპრილს, 11.00 საათზე, „ისრაელის სახლში“ (თავისუფლების მოედანი #4) გაიმართება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge