png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის საპოლიციო საქმიანობის საკითხებზე სემინარი დაიწყო

  • საზოგადოება
  • 25.04.2017
  • 10:20
 შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის საპოლიციო საქმიანობის საკითხებზე სემინარი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის ხუთდღიანი სემინარი დაიწყო.

სემინარი შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა თეა პერტაიამ გახსნეს.

გივი მიქანაძე  ტრენინგის მონაწილეებს აკადემიის  სამომავლო გეგმებზე, დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიასა და პრინციპებზე  ესაუბრა. როგორც რექტორმა აღნიშნა, აკადემიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განვითარება წარმოადგენს, რაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს სასწავლო კურსების საქართველოში გავლის საშუალებას აძლევს.

თეა პერტაიამ ყურადღება პოლიციასა და მედიასაშუალებებს შორის ურთიერთობების სტანდარტებზე გაამახვილა და სასწავლო პროგრამის ძირითადი ასპექტები მიმოიხილა.

სწავლება მედიასაშუალების  წარმომადგენლებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს, რომლებსაც აკადემიის პროფესორები, ინსტრუქტორები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან. სემინარის მთავარი თემებია: ადამიანის უფლებები; პოლიციის ეთიკის კოდექსი; პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; პირადობისა და სამგზავრო დოკუმენტების შემოწმება - პირველადი ინსპექტირება; კიბერდანაშაული; ოჯახში ძალადობა; გენდერული თანასწორება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა;  კრიმინალისტიკა და მოქალაქესთან ურთიერთობის სტანდარტები.

სწავლების განმავლობაში ჟურნალისტები აკადემიის ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, ასევე, სხვადასხვა იმიტირებულ და ტაქტიკურ  სავარჯიშოებში მიიღებენ მონაწილეობას.

სასწავლო კურსის მიზანია  საპოლიციო განათლების საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge