აჭარის საინვესტიციო პოტენციალს ბელორუსი ბიზნესმენები გაეცნობიან
- ეკონომიკა
- 03.11.2015
- 18:15
აჭარის საინვესტიციო პოტენციალს ბელორუსი ბიზნესმენები გაეცნობიან. 20 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბელორუსიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ორგანიზებით, სასტუმრო Crowne Plaza Minsk -ში ბიზნესფორუმი "მინსკი-ბათუმი" გაიმართება, რომლის მთავარ მიზანსაც ბელორუსი ბიზნესმენებისათვის აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის დაწყების რეგულაციების გაცნობა და პოტენციური პარტნიორების მოძიება წარმოადგენს.
როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, "მინსკი-ბათუმი" ბიზნესსფორუმს დაესწრებიან წამყვანი კომპანიები, მათ შორის სამშენებლო, მრეწველობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, აჭარის რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სფეროებში მოქმედი ფირმები. გაიმართება ასევე B2B შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ბიზნესფორუმი „სტამბული-ბათუმი“, თურქეთის ტურისტულ და კულტურულ დედაქალაქში უკვე გაიმართა.