png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

,,ეს - სამარცხვინოა! - იმედია, ეს ,,ექიმები" სათანადოდ დაისჯებიან"

  • ეს საინტერესოა
  • 25.04.2017
  • 17:29
,,ეს - სამარცხვინოა! - იმედია, ეს ,,ექიმები" სათანადოდ დაისჯებიან"

სოციალურ ქსელში ფოტო ვრეცლდება, რომელიც საოპერაციოშია გადაღებული.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ჯანდაცვის მინისტრ, ბ-ნ დავით სერგეენკოს!

ეს - სამარცხვინოა!

ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!..

* * *

ამ ფოტოზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოცქსელში, ქართველი ექიმი, ქალბატონი, კოლეგებთან ერთად, საკუთარ დაბადების დღეს ერთობ ,,ორიგინალურად'' აღნიშნავს...

,,სადღესასწაულო სელფსაც" შესაბამისად ,,ამაღლებული" ტექსტი ადევს: აი, ასე აღვნიშნე ჩემი დაბადების დღეო!..

არადა, ეს ყველაფერი საოპერაციოში, პირდაპირ ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება - ფოტოზე ნათლად ჩანს, ანესთეზიით გონდაკარგული პაციენტი!

კიდევ მადლობა, რომ ღია ჭრილობაში ხელჩაყოფილებმა არ გადაიღეს ,,სადღესასწაულო ფოტო"...

დაბადების დღის სამუშაოზე აღნიშვნა ალბათ, საოპერაციო მაგიდაზე დაწვენილი პაციენტის გარეშეც შეიძლებიოდა, მაგრამ ამას ცოტაოდენი საექიმო ეთიკა მაინც ხომ სჭირდება?!

ასეთი სელფების გამო, უცხოეთში ექიმებს ავტომატურად, სამსახურს ატოვებინებენ!

ეს დაახლოებით იმ ფოტოების სერიიდანაა, მონადირეები რომ იღებენ ნანადირევთან!

სხვისი არ ვიცი და, მე, არც ჩემთვის და არც ჩემი ახლობლებისთვის, ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ ექიმებთან მოხვედრას!

ეს ექიმის უნიკალური პროფესიის გაბითურება და შეურაცხყოფაა!..

იმედია, ეს ,,ექიმები" სათანადოდ დაისჯებიან, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ასე არადამიანურად დასცინონ უგონოდ მყოფ პაციენტებს!

P.S. თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაინტერესდება, მე შემიძლია ვუთხრა ,,ექიმის" ვინაობა!“ - წერს ფეისბუქი მომხმარებელი გიორგი გიგაური.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge