primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ქართული პროდუქციის შეძენით, ყოველდღიური პატრიოტიზმით ვაძლიერებთ ქართულ წარმოებას - პრეზიდენტი

  • პოლიტიკა
  • 25.04.2017
  • 18:52
ქართული პროდუქციის შეძენით, ყოველდღიური პატრიოტიზმით ვაძლიერებთ ქართულ წარმოებას - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,მოითხოვე ქართული" კამპანიის ფარგლებში დამზადებული დაგროვებითი ბარათისპრეზენტაცია გაიმართა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით შექმნილი ქართული პროდუქციის დაგროვების ბარათის მიზანი ქართული პროდუქციისგაყიდვების სტიმულირება და ქართულ პროდუქციაზე მომხმარებლის მოთხოვნის გაზრდაა.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს- ქართველ მწარმოებლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს,ექსპერტებსა და ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ კამპანია „მოითხოვექართული" ქართული წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მასტიმულირებელი და ხელშემწყობი ფაქტორია.

„კამპანიით „მოითხოვე ქართული" შევუერთდით ტარიელ ზივზივაძისა და გოგა ჩანადირის უკვე დაწყებულ ინიციატივას, რომლის მიზანიცეროვნული წარმოების წახალისებაა.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები წარმოების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებითდაიძლიოს.

ვიცით, რომ საქართველო ბევრი პროდუქტის იმპორტს ახორციელებს, ეს თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე.

ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი არჩევანით გავაძლიეროთ ეროვნული წარმოება, ეს ერთგვარად, ალბათ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი პატრიოტულისულისკვეთების შემცველია.

ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმია თუნდაც პროდუქტის შეძენის პროცესში ქართული პროდუქციის არჩევა, რომლისსულისკვეთებასაც თავისთავად დადებითი შინაარსი გააჩნია და დიდი შედეგის მომტანია", - განაცხადა ბარათის პრეზენტაციაზე გიორგიმარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დაგროვებითი ბარათის მოხმარებით და ყოველდღიური, ყოფითი პატრიოტიზმით ჩვენერთ-ერთი მთავარი პრობლემის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას და ეროვნული, ძლიერი წარმოების განვითარებას დავუჭერთ მხარს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი აბაშიშვილსპროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.

პროექტს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით  ააიპ „მოითხოვე ქართული" ახორციელებს. პროექტის პარტნიორია „უნიქარდი",  „ფუდმარტი", „სმარტი" და ქართული პროდუქციის მწარმოებელი 37 კომპანია.

როგორც პროექტის „მოითხოვე ქართული"  წარმომადგენელმა ნინო მოსიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, დაგროვებით ბარათზექართული პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს ვირტუალური ქულები - ე.წ. ,,ქართულები" დაერიცხება. ბარათის მფლობელებიავტომატურად ჩაერთვებიან კონკურსში, რომელიც ყოველთვიურად გამოავლენს ყველაზე მეტი „ქართულების" მფლობელებს.გამარჯვებულებს წამახალისებელ საჩუქრებს გადასცემენ პროექტის პარტნიორი ქართული კომპანიები.

ამ ეტაპზე დამზადდა 20 000 ბარათი. ,,მოითხოვე ქართული" არის საქართველოში პირველი, ყრუ პირებზე ადაპტირებული ბარათი,  რომლისსახელწოდება და გამოყენების ინსტრუქცია წარმოდგენილია ჟესტურ ენაზეც.

პროექტის პრეზენტაციის შემდეგ პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარტნიორი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციისგამოფენა დაათვალიერეს და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე moitkhove.ge.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge