სანქტ-პეტრებურგის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულმა დაჯგუფებამ აიღო
- მსოფლიო
- 26.04.2017
- 11:30
სანქტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ”ალ-ქაიდასთან” დაკავშირებულმა დაჯგუფება ”ქათიბალ ალ-იმამ შამილმა” აიღო.
ტერორისტების განცხადებაში ნათქვამია, რომ აქბარჯონ ჯალილოვმა, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი იყო, ტერაქტი ”ალ-ქაიდას” ლიდერის აიმან აზ-ზავახირის დავალებით განახორციელა.
3 აპრილს პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაიჭრა, დაკავებულია 10 ადამიანი, მათ შორის სავარაუდო ორგანიზატორი ყირგიზეთის მოქალაქე აბრორ აზიმოვი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200