primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.04.2017
  • 11:39
 მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მიმოიხილა საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები.

 უწყების ინფორმაციით, მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან  გერმანიის მნიშვნელოვან როლს და წვლილს ქვეყნის განვითარების პროცესში. მან განსაკუთრებით გამოყო წლების განმალობაში გერმანიის მიერ განხორციელებული ტექნიკური და ფინანსური დახმარებები და აღნიშნა, რომ გერმანია დღეს საქართველოს მეორე დონორი სახელმწიფოა. ხაზი გაესვა თანამშრომლობას განათლების სფეროში, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის სტიპენდიების გაცემის რაოდენობის მხრივ.

 შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ დიასპორულ ორგანიზაციებს გააცნო დიასპორასთან უერთიერთობის სტრატეგია, რომლის დევიზია „ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“.

 მინისტრის განცხადებით სტრატეგია პირველად შემუშავდა და დოკუმენტი ორიენტირებულია პრაქტიკულ და კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დიასპორის აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში, დაეხმარება დიასპორას ადგილსამყოფელ ქვეყნებში საკუთარი ყოფისა და მდგომარეობის გაძლიერებაში  და ხელს შეიწყობს დიასპორის აქტიურ მონაწილეობას საზღვარგარეთ საქართველოს და მისი შესაძლებლობების წარმოჩენის პროცესში. როგორც მინისტრმა აღნიშნა სტრატეგიის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტთან, ექსპერტულ წრეებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავად დიასპორის წარმომადგენლებთან, რათა დოკუმენტში მაქსიმალურად იქნას ასახული დიასპორის საჭიროებები და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული დიასპორის გაძლიერების გზები.

 შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ღონისძიების მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge