Charlie Hebdo-ზე თავდასხმის საქმეზე 10 პირი დააკავეს
- მსოფლიო
- 26.04.2017
- 13:17
საფრანგეთსა და ბელგიაში 2015 წელს სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-სა და ქაშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმის გამოძიების ფარგლებში 10 პირი დააკავეს.
ტელეარხ BFMTV-ის ცნობით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან იარაღის მიწოდებაში ამედი კულიბალისთვის, რომელიც 2015 წლის იანვარში პარიზში ტერორისტული აქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ტერაქტები სერია საფრანგეთში 2015 წლის 7 იანვარს მას სემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალმა Charlie Hebdo-მ მუსულმანთა მოციქულის მუჰამედის კარიკატურა დაბეჭდა. სამი დღის განმავლობაში 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი პოლიციელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200