png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთში ჩავა

  • პოლიტიკა
  • 27.04.2017
  • 10:01
საქართველოს პრეზიდენტი დღეს სამცხე-ჯავახეთში ჩავა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სამცხე-ჯავახეთში ჩავა. მარგველაშვილი ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალციხის რაიონებში შეხვედრებს გამართავს კამპანიების ,,კონსტიტუცია ყველასია“ და ასევე „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში.

პრეზიდენტი ვარძიასაც ეწვევა და 2016 წელს  ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს დაათვალიერებს. ვარძიის ღრმთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი 2016 წლის 31 ოქტომბერს მოხდა, რამაც იქ არსებული კედლის მხატვრობა ჭვარტლის ფენით დაფარა. ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტის დასაწყისში განახლდა. აპრილში ვარძიაში, რესტავრატორთა ექვსთვიანი მუშაობის შემდეგ, ხანძრის შედეგად დაზიანებული უნიკალური ფრესკები თითქმის მთლიანად აღდგა. 

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კედლის მოხატულობის კვლევა, ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება.

კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში კი, პრეზიდენტი ფოკას ეწვევა, დედათა მონასტერში შექმნილ ნაწარმს დაათვალიერებს, სოფელ წნისში კი, მეცხოველეობის ფერმას მოინახულებს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია ,,მოითხოვე ქართული” იანვარში დაიწყო. კამპანია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს

28 აპრილს გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერსიტეტებში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიების ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან გამართავს შეხვედრას და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ირგვლივ დებატებს გამართავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge