ახალგაზრდა ქალი მე-8 სართულიდან გადახტომას აპირებდა
- მსოფლიო
- 27.04.2017
- 14:24
სამხრეთ კორეელმა მაშველებმა სუიციდის მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი გამთენიისას სიჰუნგის პროვინციაში მოხდა.
ახალგაზრდა ქალი მე-8 სართულიდან გადახტომას აპირებდა, რის გამოც მეზობლებმა პოლიცია და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
მაშველებმა კორპუსის წინ გასაბერი ლეიბი გაშალეს, თუმცა თვითმკვლელობის მცდელობის აღკვეთა ერთ-ერთმა მეხანძრემ ნაცადი ხერხით შეძლო. ის აივანზე ზემო სართულიდან დაეშვა და გოგონა აივნიდან ოთახში შეაგდო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200