ქართველმა სამართალდამცავებმა ყალბი პასპორტების დამზადებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს
- სამართალი
- 28.04.2017
- 12:23
ქართველმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებისათვის ორი პირი დააკავეს. გამოვლინდა გაყალბებული დოკუმენტების გამოყენების სქემა ევროპის ქვეყნებში გამგზავრებისათვის.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იგი თურქეთის მოქალაქეა. იგი თანამძრახველებთან ერთად ამზადებდა ყალბ პასპორტებს და სოლიდური თანხის სანაცვლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრებას სთავაზობდა.
დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით უკვე შეეფარდათ პატიმრობა. შსს-ს მიერ გამოვლენილია საქართველოში მყოფი 5 უცხოელიც, რომელიც აღნიშნული სქემით სარგებლობას აპირებდნენ
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200