png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.04.2017
  • 13:12
არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით - გიორგი მარგველაშვილი

ეს განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

„გაჟღერდა გარკვეული ნოტები, რომ თითქოს რაღაც პოლიტიკური კომპრომისია და 2018 წლიდან იქნება პრეზიდენტი არჩეული არაპირდაპირი გზით და არა 2023 წლიდან.

რაღაც პოლიტიკურ კომპრომისებზე საუბრობენ, თითქოს ვინმე რამე დიალოგში შედის საკონსტიტუციო კომისიასთან და მის მესვეურებთან.

არასდროს, კონკრეტულად მე, არც არავის შევეკვრები და არასოდეს ვივაჭრებ კონსტიტუციით; არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელიდა არა ცალკეული პოლიტიკოსების, რაღაც ამბიციების შემკრები.

არასოდეს მივაჭრია ამ თემით და, არც არასოდეს არავინ იფიქროს, რომ მევაჭროს ამ საკითხზე, რასაც ჰქვია ქვეყნის მთავარი დოკუმენტი.

ასევე, მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ საკითხზე გამოთქვამს საკუთარ პოზიციას - მე მესმის, რომ ყველა არის პოლიტიკოსი და ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ამ დოკუმენტზე ვაჭრობა, ამდოკუმენტში რაღაც, შიდა ინტერესების ჩადება უაღესად არასწორია.

აქ ჩვენ ყველა მართლა გულწრფელები უნდა ვიყოთ და პასუხად ამ გზავნილებზე, მინდა ვთქვა, რომ ნუ ირჯებიან ტყუილად - ჩემი ინტერესი არ არის ხალხის ზურგს უკან ვინმესთან გარიგებაკონსტიტუციაზე!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიამ კონსენსუსის გარეშე მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს, ძირითად, ჩარჩო კანონისპროექტს ხელი არ მოაწერა არცერთმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ დატოვეს კომისია და დოკუმენტს მხოლოდ ერთი პარტია აწერს ხელს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კომისიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციური პარტიების აზრი, რომელიცეხებოდა საარჩევნო ბარიერის დაწევას, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლებას, გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების საკითხებს.

პრეზიდენტის აზრით, საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვით, ოპოზიციური პარტიების არგუმენტების მიხედვით, მათ გაუჭირდებათ საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ამის გათვალისწინებით, იქმნება შესაძლებლობა, რომ მივიღოთ არა მრავალპარტიული, არამედ, ორპოლუსიანი პარლამენტი. 

პრეზიდენტის თქმით, ასევე ოპოზიციურ პარტიებს უსამართლოდ მიაჩნიათ, რომ გადაუნაწილებელ მანდატებს მხოლოდ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ითვისებს, არც ეს უსამართლობა არ არის გასწორებული, რომელიც არც ამომრჩევლისათვისაა მისაღები, რადგან მის, სხვა პარტიისათვის მიცემულ ხმას ითვისებს არჩევნებში გამარჯვებული, სხვა პარტია, რომლისთვისაც მას ხმა არ მიუცია.

გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია", რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ხუთი რეგიონი შემოიარა და უკვე მერვე შეხვედრა გამართა, მარტშიდაიწყო და იგი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ახალგაზრდებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრისას, რომელსაც ადმინისტრაციის უროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებიან, საზოგადოების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვან და შეკითხვა დაუსვან საქარველოს პრეზიდენტს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიცუკვე გამოაქვეყნა საკონსტიტუციო კომისიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge