ავარია გელათის მონასტერთან - არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 28.04.2017
- 14:01
გელათის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსს, რომელსაც ბავშვები ექსკურსიაზე ზესტაფონიდან გელათში მიჰყავდა, სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ბავშვები დაშავდნენ, რომლებიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმნიუსჯორჯიას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200