png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სან დიეგოში, 25 აპრილი თბილისის დღედ გამოცხადდა

  • პოლიტიკა
  • 28.04.2017
  • 17:36
 სან დიეგოში, 25 აპრილი თბილისის დღედ გამოცხადდა

თბილისის მერი დავით ნარმანია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის მერი სან დიეგოს მერს კევინ ფოლკნერს შეხვდა და ორ ქალაქს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ესაუბრა. 

სან დიეგოს მერმა თბილისის მერს გადასცა მის მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც განათლების, ეკონომიკისა და დიპლომატიის სფეროში ორ ქალაქს შორის არსებულ თანამშრომლობას ასახავს და ამ მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების მზადყოფნას გამოხატავს. 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სამ სახელმწიფოუნივერსიტეტს შორის, ათასწლეულის გამოწვევისფონდის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ხორციელდება პარტნიორობის პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის საქართველოში, ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებას სამოქალაქო ინჟინერიის, ქიმიის, ტექნოლოგიებისა და ისეთ დარგებში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისსა და სან დიეგოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქალაქის დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია. 

„ეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით არაერთი ურთიერთსასარგებლო საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს. აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტების პარტნიორია უკვე 2013 წლიდან. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა ჩვენთან კვალიფიციურ კადრებს ამერიკული გამოცდილებით ამზადებს. 5 წლის შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში გვეყოლება, სულ მცირე, 1000 სტუდენტი, რომლებიც მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. ჩემთვის, როგორც მერისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ამ პროგრამით განვითარდება სამოქალაქო ინჟინერიისა და მშენებლობის სექტორის დარგები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს მუნიციპალურ უფლებამოსილებებთან. ამ პროგრამების მეშვეობით გადამზადებული კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქალაქის დაგეგმვასა და განვითარებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია სან დიეგოს გამოცდილების გაზიარება, ასევე, ისტორიული შენობების რესტავრაციისა და ურბანული გამწვანების მიმართულებით, რადგან ძეგლების განახლება და გამწვანებაც ურბანული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებია. 

სან დიეგოს მერის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 25 აპრილი სან დიეგოში, კალიფორნიის მეორე ყველაზე მსხვილ ქალაქში, თბილისის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge