png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს - მიხეილ ჯანელიძე

  • პოლიტიკა
  • 30.04.2017
  • 11:57
 საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს - მიხეილ ჯანელიძე

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კელიმ მიმართეს.

სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველო-აშშ-ის მტკიცე მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა 25 წლის მანძილზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

„ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-იდან ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ფინანსური ასევე პოლიტიკური კუთხით. ეს ურთიერთობები ემყარება საერთო ინტერესს და ეფუძნება საერთო ღირებულებებს. ჩვენ ვართ ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი აშშ-ისთვის და  ჩვენის მხრივ ვცდილობთ შევიტანოთ წვლილი იმ საერთაშორისო ინტერესების დაკმაყოფილების პროცესში, რაც ჩვენ გვაერთიანებს“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ძალიან რთულ პირობებში, დღეს ქვეყანა ადგას ევტოატლანტიკური ინტეგრაციის გზას და საქართველო აგრძელებს მეგობრებთან ერთად ამ გზაზე სვლას. ამ კუთხით მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მეგობრობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოც აშშ-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ეს მეგობრობა კი ნდობაზე და საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

მინისტრი განსაკუთრებით მიესალმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ეწვივნენ საქართველოს და აღნიშნა, რომ მათი წვლილი ორხმრივი ურთიერთობების განვითარებაში ფასდაუდებელია. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა იან კელის და საელჩოს წარმომადგენლებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისა და გამართვისთვის. ​​

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge