png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თქვენ იცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას - პრეზიდენტი ჯარისკაცებს

  • პოლიტიკა
  • 30.04.2017
  • 14:28
თქვენ იცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას - პრეზიდენტი ჯარისკაცებს

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე მიულოცა.

„საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. ამ დღეს სიამაყით ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი ადამიანების, იმ ჯარისკაცების პროფესიულ დღეს, რომელმაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ცხოვრება, თავისი პროფესიონალიზმი მიუძღვნეს უწმინდეს სამშობლოს დაცვას.

თანამებრძოლებო, თქვენ მძიმე და საპატივცემულო მისია აირჩიეთ ცხოვრების გზად.

იყო სამშობლოს დამცველი, რთულია ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს მისია განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარ საქართველოს ჯარისკაცი, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად თავისი რაოდენობრივი სიმცირისა, მიუხედავად მტრის სიძლიერისა, ამაყად დაუსახავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა თავის მიზნად.

საუკუნეების განმავლობაში თქვენ და თქვენი წინამორბედები ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებთ ჩვენ სამშობლოს ღირსებას და დამოუკიდებლობას. ამ რთული მისიის აღსრულებისას, თქვენ იცით, რომ ხართ დიდგორისა და ბასიანის შთამომავლები, თქვენ ხართ მარტყოფისა და ბახტრიონის შთამომავლები. თქვენი თანამებრძოლები იყვნენ კვინიტაძე და მაზნიაშვილი, თქვენ რიგებში იდგა და თქვენ შორის დადიოდა გმირი გიორგი ანწუხელიძე.

ამიტომ, საქართველოს მოქალაქენო, ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით თითოეული დღისთვის იმ სამსახურისა, რომელსაც სამშობლოსთვის ახორციელებთ“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც საერთაშორისო მისიებში მსახურობენ, მამაცობისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვამაყობთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოში და რასაც წლებია აკეთებთ საქართველოს გარეთ მაშინ, როდესაც იცავთ საერთაშორისო სიმშვიდეს და გლობალურ უსაფრთხოებას.

დღეს პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც ამ დიდ მისიას თავი შესწირა.

თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ბრძოლაში სიცოცხლე დაკარგა, ვინც ჯანმრთელობა დაკარგა, ვინც დაშორებულია ოჯახს და ემსახურება სამშობლოს, ვუცხადებ პატივისცემასა და  საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს მოქალაქეების სახელით მადლიერებას.

თქვენ იცავთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. თქვენ აძლევთ რიგით მოქალაქეებს შესაძლებლობას აშენონ ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. თქვენ ქართული იარაღის ღირსება საერთაშორისო მისიებში გახადეთ მართლაც საამაყო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე  IV მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge