png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართული ენის კონკურსზე ქართველებთან ერთად უცხოელი მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ

  • საზოგადოება
  • 01.05.2017
  • 13:39
ქართული ენის კონკურსზე ქართველებთან ერთად უცხოელი მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ

თბილისში ქართული ენის X რესპუბლიკური ოლიმპიადის ფინალი და საზეიმო ღონისძიება გაიამართა. კონკურსშიწელს 4000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 1300 მოსწავლე აქედან არაქართველი გახლდათ. ფინალურ ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი და საუკეთესო მუსიკალური ნომერი.

გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენდნენ, ხოლო არაქართულენოვან საკონკურსო ტურში კი გამარჯვება თურქ, კორეელ, აზერბაიჯანელ  და შუა აზიელ მოსწავლეებსერგოთ. კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები კალიგრაფიის ეროვნულმა ცენტრმაც გამოავლინა. საპრიზო ადგილები ჭუბერის სკოლის მოსწავლემ და სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ თურქმა მოწაფეებმა მოიპოვეს.

„ჩვენთვის, როგორც მასპინძელი და ორგანიზატორი სკოლისთვის საამაყო და სასიხარულოა, რომ ქართული ენის ოლიმპიადაში მხოლოდ დედაქალაქის მოსწავლეები არ იღებენ მონაწილეობას. წელს გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით გვყავს და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი მოსწავლე დაინტერესდება ჩაერთოს ამ მნიშვნელოვან პროექტში“. - განაცხადა სკოლა-ლიცეუმ “სხივის” დირექტორმა ეკა ჩიქობავამ.

ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა საქართველოში სკოლა-ლიცეუმ „სხივის ორგანიზებით ტარდება. 10 წლიანი ისტორიის მანძილზე სკოლამ 15 000-ზე მეტ ნიჭიერ ქართველ და უცხოელ მოსწავლეს უმასპინძლა. წლების განმავლობაში იზრდება არაქართველი მოსწავლეების ინტერესი ქართული ენისა და კულტურის მიმართაც, რასაც ბოლო ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგებიც ცხადყოფს.

ოლიმპიადა ყოველი წლის აპრილში იმართება და მისი მიზანია ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა; მოსწავლეებში წერითი და ზეპირ მეტყველების კულტურის გამომუშავება; კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება; კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ წახალისებას. წელს ოლიმპიადა კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში გაიმართა,რომლის მიზანიც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე სწავლების წახალისება და ხელშეწყობაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge