png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

დედაქალაქის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს პასუხობს

  • პოლიტიკა
  • 01.05.2017
  • 16:42
დედაქალაქის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს პასუხობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გარემოვაჭრეების პროტესტს პასუხობს. მისი განცხადებით, გამონაკლისი ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში, რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის და თბილისის მერია გააგრძელებს გარევაჭრობის დარეგულირებას.

"თბილისის მერია აგრძელებს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ მოქმედებებს გარევაჭრობის დარეგულირებისკენ. ამ დროისთვის ჩვენ დაგვრჩა ორი ლოკაცია: სამგორისა და ვარკეთილის მეტროების მიმდებარე ტერიტორიები. დაახლოებით, ორი კვირის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიებზეც დარეგულირდება გარევაჭრობა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ საკითხის სოციალური სიმძიმე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს წინასწარი გაფრთხილება, არ ხდება ქონების და საქონლის ჩამორთმევა და კონფისკაცია, თითოეულ მათგანზე შეთავაზებულია ალტერნატიული ადგილები", - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

ამასთან, ლექვინაძე დასძენს, რომ ამ დროისთვის მერიის მიერ ვაჭრობისთვის გამოყოფილი ადგილები საკმარისია.

თბილისის მერიასთან ნავთლუღის ბაზრობების გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი დახლები მერიას ჯერ არ აუღია, ისინი გარევაჭრობის უფლების 6 თვით გაგრძელებას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კარვების გაშლით და შიმშილობით იმუქრებიან.

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარევაჭრობა აიკრძალა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე, მარჯანიშვილის მეტროსთან, მეტრო ახმეტელთან, სადგურის, დინამოსა  და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა არ უნდათ, რადგან სალარო აპარატის გამოყენება მოუწევთ და ამ შემთხვევაში მათ მოგება არ დარჩებათ. თბილისის მერია კი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის უფლებას აღარ მისცემს.

ჯამურად ზემოთჩამოთვლილ გაწმენდილ ტერიტორიებზე 750-დან 800 ადამიანამდე ვაჭრობდა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge