png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერია ხე-მცენარეების დარგვას განაგრძობს

  • საზოგადოება
  • 01.05.2017
  • 17:41
 თბილისის მერია ხე-მცენარეების დარგვას განაგრძობს

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები გრძელდება. ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე 300 ძირი კვიპაროსი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა მიიღო.

„ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები, დღეს სამგორის რაიონში მწვანდება ის ადგილები, რომელიც  მონიშნული გვაქვს გამწვანებისთვის, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ნერგი ირგვება, ისე ჯამში, სამგორის რაიონში 500-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგვება დღის განმავლობაში. 8 რიცხვამდე ვმუშაობთ სამგორის რაიონში, შემდეგ გადავალთ ისანში და ასე გავაგრძელებთ მთელი ქალაქის მასშტაბით,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნარგავების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის ვადით უზრუნველყოფს.  საგაზაფხულო რგვების ფარგლებში ხე-მცენარეები ქალაქის ცენტრშიც დაირგვება.

გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება და მაისის შუა რიცხვამდე გასტანს. დღევანდელ აქციაში მონაწილეობა დავით ნარმანიასთან ერთად მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა,  ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა, სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მოსიძემ და მოსახლეობამ მიიღეს.

დედაქალაქის შემოგარენისა და ცენტრალური ტერიტორიების გასამწვანებლად ქალაქის კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებთან შეგუებული შერეული სახეობების  ნერგებია შერჩეული.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge