png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას -ჩუგოშვილი ტრამპისადმი კონგრესმენების მიმართვაზე

  • პოლიტიკა
  • 03.05.2017
  • 11:53
ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას -ჩუგოშვილი ტრამპისადმი კონგრესმენების მიმართვაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის "რესპუბლიკური" და "დემოკრატიული" პარტიის 30 კონგრესმენის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მიმართვას უპრეცედენტო ფაქტად აფასებს.

როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, რომ დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საუბარი დაიწყოს.

”პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის მოწოდება პრეზიდენტის მიმართ, დაუჭიროს მხარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ანუ ის, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საუბარი დაიწყოს. ამავე წერილში ხაზგასმულია ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში და ის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და წვლილი, რომელიც საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში და ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების საკითხებში შეაქვს. ასე რომ, როგორც შინაარსობლივად იმ მესიჯების გათვალისწინებით, რაც ამ წერილშია მოცემული, ასევე თავად ის ფაქტი, რომ სულ უფრო იზრდება კონგრესში საქართველოს მხარდამჭერ კონგრესმენთა რაოდენობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ, ეს ძალიან შეუწყობს ხელს როგორც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების წინ წაწევას, ასევე კიდევ უფრო სამომავლო პერსპექტივაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამერიკის პოზიცია იქნება გადამწყვეტი ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, დღეს, საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა. კონგრესმენები აშშ-ს პრეზიდენტს მოუწოდებენ, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისაკენ და ამ მიზნით ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე მაღალი დონის დიალოგის გაღრმავებისაკენ. კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს განაგრძოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა. წერილში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის მხრიდან ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge