png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ირაკლი ხოფერია, რომელიც პოლიციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ დაზარალებულად ცნო

  • სამართალი
  • 03.05.2017
  • 14:04
 ირაკლი ხოფერია, რომელიც პოლიციას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ დაზარალებულად ცნო

ირაკლი ხოფერია, რომელსაც პროკურატურა დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ პროკურორმა გამოიტანოს დადგენილება ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ირაკლი ხოფერიას სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული წამების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ასოციაციამ, რომელიც ირაკლი ხოფერიას ინტერესებს იცავს, ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით განცხადებით თავდაპირველად სისხლის სამართლის საქმის ზედამხედველ პროკურორს მიმართა, რომელმაც მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. აღნიშნულ საკითხზე წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა არც ზემდგომმა პროკურორმა. პროკურატურის განმარტებით, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე არ არსებობდა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობის საფუძველი.

"პროკურატურის მიერ მიღებული უარის შემდგომ, საია-მ 2017 წლის 21 აპრილს სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობა. სასამართლომ სრულად გაიზიარა საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, და მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სასამართლომ განმარტა, რომ დაცვის ეფექტური საშუალება გულისხმობს სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების წარმოებას დამნაშავე პირთა გამოვლენისა და დასჯის მიზნით. ,,ამ ფონზე კი მომჩივანისათვის საგამოძიებო პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო ხელმისაწვდომობა სისხლის სამართლის საქმეზე გადის კონკრეტული სტატუსის მოპოვების შემდგომ. [...] მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილია, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ შესაძლოა განხორციელდა წამება, სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამშრომლების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ბრალი არ წარდგენია არავის, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს რაიმე ხელშემშლელ გარემოებას ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობისათვის“. შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ ,,პროკურორმა უსაფუძვლოდ უთხრა უარი ირაკლი ხოფერიას დაზარალებულად ცნობაზე, რითაც ფაქტობრივად პირს მოესპო საშუალება, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებებით“.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ საჩივრდება", - წერია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge