png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მაკრონმა საფრანგეთის ბოლო წინასაარჩევნო დებატებში გაიმარჯვა

  • მსოფლიო
  • 04.05.2017
  • 10:23
მაკრონმა საფრანგეთის  ბოლო წინასაარჩევნო დებატებში გაიმარჯვა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამართული ტელედებატებში, ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს გამოკითხვებით, ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა. მას ხმა ტელემაყურებელთა 63%-მა მისცა, მარინ ლე პენს კი მხარი მხოლოდ 34%-მა დაუჭირა. 

მარინ ლე პენმა ცენტრისტ ემანუელ მაკრონს ელიტის წარმომადგენელი და ველური გლობალიზაციის კანდიდატი უწოდა, რომელიც რეფორმების გატარებას არ გეგმავს. 

თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა ლე პენის ეკონომიკური პროგრამა გააკრიტიკა და ევროს ვალუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ამისა, ულტრამემარჯვენეების ლიდერი “სიცრუის სტრატეგიის” გამოყენებასა და მუდმივად შიშის ქადაგებაში დაადანაშაულა, და საკუთარი მამის, ჟან-მარი ლე პენის, ნამდვილი მემკვიდრე უწოდა, რომელიც ანტისემიტური და ქსენოფობიური შეხედულებებით არის ცნობილი. 

 ემანუელ მაკრონი გამარჯვების შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე გადასახადის გაუქმებას, ბიზნესს კი მათ შემცირებას ჰპირდება, რაზეც მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მაკრონის გეგმები მრავალ ოჯახს გააღატაკებს. თავად კი მცირეწლოვნებისთვის უნივერსალური დახმარების პროგრამის აღდგენის იდეით გამოდის და მიაჩნია, რომ არსებული პროგრამა საფრთხის წინაშეა, სოფელს კი დაცლა ემუქრება.

მარინ ლე პენი ამომრჩევლებს უმუშევრობის დონის შემცირებას ჰპირდება, რომელიც მისი თქმით, ღია კარის პოლიტიკითა და გლობალიზაციით არის გამოწვეული. 60 წელს მიღწეულ მოქალაქეებს კი პენსიაზე გასვლის შესაძლებლობას სთავაზობს. 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1314 ადამიანმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge