png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი გამოფენის მასპინძელი იქნება

  • პოლიტიკა
  • 04.05.2017
  • 10:29
ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი გამოფენის მასპინძელი იქნება

2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლადშექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება  მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო კარგად გააცნოს მსოფლიოს ქართული  კულტურა, ქართული ღვინო და ქვეყნის პოტენციალი.

„ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა, სადაც  საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი და ღვინის ქვეყანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით, ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო ხასიათის წარმოდგენა, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი უძველესი კულტურის, ქართული ღვინის, ხელოვნების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ღონისძიების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა უწყებას, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევან დავითაშვილთან, რათა საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოჩინდეს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების და ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, საქართველო იქნება მასპინძელი. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს მიღწევა. ასეთი რამ ალბათ წარმოუდგენელი იყო წლების წინ და დღეს ეს გახდა შესაძლებელი, რაც უდიდესი მიღწევაა,“–აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge