png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი სიგუა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სამეგრელში გადადის - ჩვენ შევალთ გინესის რეკორდების წიგნში

  • ინტერვიუები
  • 04.05.2017
  • 14:01
გიორგი სიგუა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სამეგრელში გადადის - ჩვენ შევალთ გინესის რეკორდების წიგნში

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest-ი აქტიურ ფაზაში შედის. მზადება და ციებ-ცხელება დაწყებულია, ანაკლია-განმუხური კი სტუმრების მოლოდინში. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ანკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე პროექტ "ზრდის" ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი უკვე დაჯავშნილი ან გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა კონტინენტებიდან.

„პრაიმნიუსჯორჯია“ GEM Fest-ის დამფუძნებელს და ორგანიზატორს, გიორგი სიგუას გაესაუბრა:

მთლიანად იცვლება მიდგომა ანუ რწმენა იმისი, რომ ანაკლია შეიძლება გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი და მსოფლიო მნიშვნელობის ლოკაცია. ეს დაიჯერა უკვე ყველამ. ეს რწმენა და ენერგია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მართლა განვახორციელოთ და შევთავაზოთ პლანეტას სრულიად ახალი ლოკაცია. ჩვენ წელს შევალთ გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი, მაგრამ ამავე დროს უნდა ვაჩვენოთ მომსახურეობის, ინფრასტრუქტურის,  გაუმჯობესებული სველი წერტილების ყველაზე მაღალი ხარისხი. ამისთვის ყველაფერს აკეთებს  ხელისუფლება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ჩვენი გუნდი, მოსახლეობა. 32 დღის, 24 საათის განმავლობაში 10 სცენაზე  3 ათასი ივენთის გამართვა, ასამდე კვებისა და გასართობი სავაჭრო ობიექტის შექმნა იქ, სადაც  არის ჩვენი მთავარი ტკივილი, სადაც იწყება აფხაზეთი - ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ჩვენ ყველანი ერთად ამ ყველაფერს ვაცნობიერებთ და ვაკეთებთ.

რატომ მაინცდამაინც ანაკლია და არა სხვა რომელიმე საკურორტო ქალაქი?

ძალიან მიყვარს საქართველო და ვარ პატრიოტი, მაგრამ განსაკუთრებული გრძნობები მაქვს სამეგრელოს მიმართ, რადგან წარმშობით აქედან ვარ. აქ გადმოსახლებასაც კი ვაპირებ. დღეს ერთ-ერთმა ქალბატონმა მიწის ნაკვეთი მაჩუქა, სადაც ვაპირებ  სახლის  აშენებას და ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრებას. მჯერა, რომ სამეგრელოს ჰყავს ისეთი ხალხი, ისეთი ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია აჩვენოს ეკონომიკური მოდელი არამარტო საქართველოს, არამედ მთელს მსოფლიოს. მინდა, რომ ამ ყველაფერში მცირეოდენი წვლილი შევიტანო და ეს კუთხე და  რეგიონი, რომელიც საკმაოდ დაიჩაგრა საქართევლოს ისტორიის განმავლობაში, გაძლიერდეს, ფეხზე დადგეს, და მსოფლიოსთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

Image result for გიორგი სიგუა ცოლთან ერთად

სამეგრელოში გადმოსვლას და ცხოვრებას ნამდვილად აპირებთ?

კი, მე თბილისიდან გადმოვედი საცხოვრებლად სამეგრელოში.

ოჯახთან ერთად?

ოჯახს გადმოვიყვან მალე. ბავშვისთვის შევარჩევთ სკოლას და გადმოვალთ.

ოჯახი ამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა?

გაგებით და კარგად. Image result for GEM FEST გიორგი სიგუა

თუმცა რთულია, ასე უცებ დატოვო თბილისი და საცხოვრებლად გადმოხვიდე რაიონში.

ჩემთვის აბსოლუტურად არ არის რთული, რადგან ამას ვაკეთებ ძალიან დიდი სიხარულით. მჯერა, რომ სამეგრელო, დასავლეთ საქართველო იმდენად განვითარდება, რომ საერთოდ არ იქნება საჭირო თბილისში ცხოვრება და ჩასვლაც კი. არაფერს  ვაჭარბებ - ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, არიან პოტენციური მილიონერები, 4-5 წელიწადში მათი სახლების ადგილას იქნება 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებსაც თვითონ ააშენებენ და გააკეთებენ ყოველგვარი კრედიტის გარეშე.

თუმცა, ამ ეტაპზე, არის საუბარი ფესტივალზე, რომელიც ერთ თვეში დამთავრდება. ანაკლია კი, კვლავ ჩევულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

დიახ, მაგრამ სამაგიეროდ ანაკლიას მსოფლიოს გავაცნობთ. ადამიანები უკვე ფესტივალის გარეშეც ჩამოვლენ აქ. ზოგადად ჩვენს გეგმებში შედის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ანაკლიაში თავდაპირველად მთელი საზაფხულო სეზონი იყოს დატვირთული. აქ შევქმნით ისეთ საფესტივალო სტრუქტურას, რომ სხვა ღონისძიებებიც ჩატარდეს. გაჩნდება კლუბები, სხვადასხვა გასართობი ცენტრები. ამას მართალია  წლები დასჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ანაკლია აუცილებლად გახდება მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest-ი საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და მუსიკალურთან ერთად ქვეყნის მნიშვნელოვან ტურისტულ მოვლენას წარმოადგენს.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

Image result for GEM FEST

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge