png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კანონდება ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 04.05.2017
  • 18:13
 კანონდება ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა, რომლებთანაც საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ დისკუსია გამართა.

პრეზიდენტმა შეხვედრისას საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამებისას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების სისტემაზე, პარლამენტის როლზე, საარჩევნო ბარიერზე, საარჩევო სისტემასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და პრეზიდენტისა და მთავარსარდლის უფლებების შემცირებაზე ისაუბრა.

პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისათვის განაწილების პრინციპზე, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ბონუსი ეწოდება.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, არჩევნების პროცესში თითოეული მოქალაქის ხმა უნდა იყოს დაცული, ამ პროექტით კი, სხვა პოლიტიკური ჯგუფისათვის მიცემული ხმა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის კალათში ხვდება, რაც ხმების მითვისების  მექანიზმია.

პრეზიდენტის განცხადებით, ხმების მითვისება, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობა უპირისპირდებოდა წინა ხელისუფლებებს, ხვალ დაკანონდება.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღეს ქვეყანაში სუსტი პოლიტიკური პარტიების პირობებში, კონსტიტუციაში 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დატოვება და ამასთან ერთად, საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა, ქართული პოლიტიკური ტრადიციის წინააღმდეგ წასვლაა, რადგან პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ პოლიტიკური ბლოკებია ქართული პოლიტიკური ტრადიციის ნაწილი.

პრეზიდენტის აზრით, პარლამენტი ძლიერი ორპალატიანი პარლამენტის ჩამოყალიბების შემთხვევაში იქნებოდა.

“საუბარია, თითქოს, ორპალატიანი პარლამენტის შექმნას ხელს უშლის დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა, რაც არანაირ კავშირში არაა რეალობასთან.

სრულიად შესაძლებელია, არსებულ ვითარებაში ორპალატიანი პარლამენტი და ის პრობლემა და ტრაგედია, რაც ჩვენ გვჭირს, ეს მოგვარებადია საკანონმდებლო თვალსაზრისით.

ძლიერი პარლამენტი იქნებოდა მაშინ, როდესაც მას ექნებოდა მთავრობაზე კონტროლის მაღალი ხარისხი;  ორპალატიანი პარლამენტის შემთხვევაში მაჟორიტარების პრობლემაც მოგვარდებოდა”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა იმ დადებით ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციის პროექტშია ჩადებული - პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნისა და სოციალური სახელმწიფოს ვალდებულებების გაძლიერების საკითხებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge