ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება - ირაკლი კობახიძე
- კომენტარები
- 05.05.2017
- 13:09
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობს.
"ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად რჩება. ქუთაისში საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა იგეგმება და ქუთაისი ბევრად მეტი იქნება, ვიდრე საპარლამენტო ქალაქი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური ცვლილების პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ჩანაწერი აღარ არის, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200