როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- საზოგადოება
- 05.05.2017
- 16:04
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, კვირის ბოლომდე აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში ნარჩუნდება დრო გამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
დასავლეთ საქართველოში 6 მაისს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
7 მაისს დღის მეორე ნახევრიდან აქაც გაწვიმდება. არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება მომავალი კვირის პირველ ნახევარშიც.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200