ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
- პოლიტიკა
- 05.05.2017
- 16:44
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა.
ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც "პრაიმნიუსჯორჯია" უცვლელად გთავაზობთ:
„ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200