png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ADB-მ ბათუმის შემოვლითი გზისა და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულების დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

  • ეკონომიკა
  • 05.05.2017
  • 18:41
 ADB-მ ბათუმის შემოვლითი გზისა და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულების დაფინანსებაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოში დაგეგმილი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვენჩაი ჟანგმა და ამავე საფინანსო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, შონ ო’სალივანმა.

შეხვედრა საქართველოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის დიმიტრი ქუმსიშვილის იაპონიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა, სადაც ის აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე მონაწილეობს.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის ერთერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში ორი მნიშვნელოვანი საგზაო პროექტის - ბათუმის შემოვლითი გზისა (140 მლნ აშშ დოლარი) და ხარაგაული-ჩუმათელეთის მიმართულების (90 მლნ აშშ დოლარი) დაფინანსების შესახებ. ორივე მიმართულებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. უახლოეს მომავალში  საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერება სასესხო შეთანხმებას. ამასთან სამუშაოები 2017 წელსვე დაიწყება.

ასევე ითქვა, რომ აზიის განვითარების ბანკში უკვე მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების რიკოთის მონაკვეთის ერთერთი ნაწილის დაფინანსების შესახებ, რომელიც 130 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge