ჩიკაგოში სამგლოვიარო ცერემონიას თავს დაესხნენ
- მსოფლიო
- 08.05.2017
- 11:40
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში სროლის შედეგად. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილეებს გაუხსნეს.
CNN-ის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფებების გარჩევისას მოკლულის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ცეცხლი ორმა მამაკაცმა გახსნა.
ადგილობრივი პოლიცია ინციდენტს ერთ-ერთი დაჯგუფების წევრის მკვლელობისთვის შურისძიებას უკავშირებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქში არსებულ ვითარებას არაერთხელ აკრიტიკებდა. მისი თქმით, ჩიკაგოში მკვლელობასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. 2016 წელს მხოლოდ ჩიკაგოში ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული და დაჭრილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200