გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
- პოლიტიკა
- 08.05.2017
- 12:32
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული თემები განიხილეს.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, ასევე ტურისტული სეზონისათვის მზადების საკითხებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200