png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გაიცანით, ეს საქართველოს მომავალია!

  • საზოგადოება
  • 08.05.2017
  • 12:38
გაიცანით, ეს საქართველოს მომავალია!

რამდენიმე პროექტის გამარჯვებული, წარჩინებული სტუდენტი. გოგონა, რომელმაც ბევრს მიაღწია და ბევრს მიაღწევს, იმიტომ რომ მან იცის რა უნდა და როგორ გაიკვალოს გზა ცხოვრების ლაბირინთში. ის მომავალი დიპლომატია, ის საქართველოს მომავალია, ისევე როგორც მისი კურსელები.

მოკლედ, გაიცანით - მარიამ კიკნაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთიობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი:

_ თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. მესამე კურსზე ერასმუსის გაცვილითი პროგრამით წავედი შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ვსწავლობდი. ეს პერიოდი ჩემთვის აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, ვისწავლე როგორ გავმკლავებოდი სირთულეებს, შევიძინე ბევრი მეგობარი საერთაშორისო მასშტაბით. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიის პროექტში,  სადაც თემა ეხებოდა ქალის უფლებამოსილებას. აზერბაიჯანის შემდეგ ჩავერთე პროექტში, რომელიც იწყებოდა სტამბულში. ოთხდღიანი პროგრამა საგარეო პოლიტიკურ სკოლაში ჩატარდა, საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა ამ პროექტმა. როდესაც ასეთ პროგრამებში ხარ ჩართული, ხვდები ბევრ ადამიანს, რომელთაგან სწავლობ ბევრს და მათაც ასწავლი არც თუ ისე ცოტას.

_ დიპლომატია ძალიან საინტერესო პროფესიაა, როგორ გესახება საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან?

_ მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობებით უნდა დარეგულირდეს ყველა საკითხი! ძალიან გაგვიადვილდება ურთიერთობები თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და  ვიმოქმედებთ ისე, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანას შეჰფერის.

_ როგორი წარმოდგენა აქვთ შენს თანატოლებს საქართველოზე?

_ აქტიურად ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.  როდესაც ჩადიხარ ამა თუ იმ ქვეყანაში, იქ წარმოადგენ შენს ქვეყანას, როგორც მოიქცევი და რა დოზითაც შეეცდები გააცნო უცხოელებს სამშობლო, ისე გაინცობენ და შეაფასებენ.

_ საინტერესო იქნება შენეული შეფასება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

_ მე ვფიქრობ რომ დღეს ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს არ მოხდეს საქართველოდან ახალგაზრდების გადინება. მათი ნიჭი აქ, ადგილზე, უნდა იქნას გამოყენებული. განათლება არის ყველაზე მთავარი, რაც გადაგვარჩენს. ყურადღება უნდა ექცეოდეს ნიჭიერ და განათლებულ ახალგაზრდებს, ისინი უნდა დაასაქმონ და არა, ვთქვათ ნაკლებად მომზადებული ადამიანები საკუთარი წრიდან. ცოტა ხნის წინ დავიწყე „ტვინის გადინება-შემოდინებაზე“ საკონფერენციო თემაზე მუშაობა, ირანის, ეთიოპიის და ინგლისის მაგალითზე. ძალიან მინდა, რომ ჩემი მეგობრები, რომლებიც განათლებულნი და ნიჭიერები არიან, როგორც ამბობენ ხოლმე, ლაბირინთებში არ დაიკარგონ. გაცვლით პროგრამებში ბევრი ნიჭიერი სტუდენტი მონაწილეობს, ძალიან მინდა, რომ შეიქმნას მათთვის პირობები, რათა გაუჩნდეთ სურვილი საზღვარგარეთ მიღებული განათლება, საქართველოში გამოიყენონ.

_ სად გესახება შენი თავი?

_ მინდა დიპლომატიური კუთხით წავიდე, ასევე ადამიანის უფლებათა განხრით მინდა გარკვეული გამოცდილება მივიღო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge