საქართველოს პრემიერ- მინისტრი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს დღეს შეხვდება
- პოლიტიკა
- 08.05.2017
- 13:32
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს, თბილისის დროით 19:30 საათზე გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდება.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით 7 მაისს ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტი კი 8-დან 10 მაისამდე გაგრძელდება.
9 მაისს, საქართველოს პრემიერმინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდება.
დაგეგმილია ქართული დელეგაციის შეხვედრები სენატორებთან, კონგრესმენებთან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან და ექსპეტებთან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200