გასაბერი ატრაქციონის ჩამონგრევის შედეგად 6 წლის გოგონა დაიღუპა
- მსოფლიო
- 08.05.2017
- 14:22
ესპანეთის ერთ-ერთ რესტორანში გასაბერი ატრაქციონის ჩამონგრევის შედეგად 6 წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ გაზეთი El Pais-ი წერს. გამოცემისვე ცნობით, კიდევ დაშავდა ექვსი არასრულწლოვანი.
40-მეტრის სიმაღლის ატრაქციონი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ჟირონში რესტორან Caldes de Malavella-ში ჩამოინგრა. ინდიდენტის შედეგად ატრაქციონზე მყოფი ბავშვები 10-20 მეტრის დაშორებით გადაცვივდნენ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200