png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად მმართველ ძალას ძლიერი არგუმენტი სჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 09.05.2017
  • 13:23
პრეზიდენტის არჩევის წესის შესაცვლელად მმართველ ძალას ძლიერი არგუმენტი სჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

როგორი უნდა იყოს ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემა და როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება, როგორი თვითმმართველობაგვსურს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის სისტემა,  - ეს ის თემებია, რომელზეც დღესსაქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშისტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

საყოველთაო განხილვებში ჩართვამდე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში გამართულიშეხვედრისას დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემა, რომელიც ჩადებულია საკონსტიტუციო ცვლილებებში ვერ უზრუნველყოფსმრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას, ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და ამომრჩეველთა ხმების დაცულობას.პრეზიდენტის აზრით, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება თუ, როგორც ცვლილებებშია დარჩება 5 პროცენტიანი საარჩევნო ბარერი,აეკრძალებათ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა და დაკანონდება გადაუნაწილებელი მანდატების ე.წ. განაწილების ბონუსსისტემა. 

"საარჩევნო სისტემაში პრობლემურია ბლოკების შექმნის უფლების აკრძალვა. ამის მერე ყველაზე უსამართლო ნაწილი, რომელსაც მევხედავ, არის გაუნაწილებელი ხმების საკითხია - როცა ყველა გაუნაწილებელი მანდატი მიაქვს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულპარტიას. 

ასეთი ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის ისეთ ვითარებას, როდესაც ასეთი სამი, ოთხი, ხუთი ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნაგაჭირდება, რაც გამოიწვევს ხელისუფლების დაპირისპირებას ოპოზიციასთან და ვიქნებით ისევ ამ დაპირისპირებაში - ხელისუფლებაოპოზიციას შორის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, პოლიტიკური პროცესი არ უნდა იყოს დაპირისპირების შემქმნელი, არ უნდა იყოს პრინციპულიდაპირისპირების, ერთმანეთზე გადაკიდების მიზეზი. 

"სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ვართ მცირერიცხოვანი ერი და ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, პოლიტიკურად, ტრადიციულად,ვუპირისპირდებით ძალიან აგრესიულად ერთმანეთს, ყველაზე მეტად ალბათ ეს დაპირისპირება სწორედ სამეგრელოს ახსოვს. 

ეს უნდა შეიცვლოს. არ შეიძლება, რომ ჩვენ ოპოზიციას არ მივცეთ საშუალება, რომ უფრო გაძლიერდეს და მითუმეტეს ეს გაძლიერება იყოსარა ერთი, არამედ  მოხდეს რამდენიმე ოპოზიციური ძალის გაძლიერება, მოხდება არა ეს სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ იქნებამშვიდი კამათი და ვინ რამდენ პროცენტს აიღებს'', - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბრისას.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს ასეთი მმართველობისმოდელები, სისტემები ევროპაში და დემოკრატიულია, მაგრამ, საქართველოში უკვე 90-იან წლებში ჩამოყალიბებულია პრეზიდენტისარჩევის ტრადიცია, რომელიც შექმნილია, როდესაც დაფუძნდა პრეზიდენტის ინსტიტუტი.

"როდესაც გვქავს უკვე ასეთი ტრადიცია, როდესაც ჩვენ როგორც მოქალაქეები და ამომრჩევლები მივეჩვიეთ იმას, რომ პრეზიდენტსვირჩევთ, თუ შენ ამას მე მიცვლი, თუ მართმევ არჩევანის უფლებას, ეს უნდა ამიხსნა რატომ აკეთებ ამას. რა პრობლემა იქნება იმაში, რომჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქემ, რიგითმა ამომრჩეველმა აირჩიოს პრეზიდენტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge