png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში დღეს იმღერებს

  • კულტურა
  • 09.05.2017
  • 14:14
თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის პირველ ნახევარფინალში დღეს იმღერებს

ევროფესტივალის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith მაყურებლის წინაშე 9 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე მე-2 ნომრად წარდგება.

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური ტურის პირდაპირი ტრანსლირება კიევიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, 23:00 საათიდან, განხორციელდება. შოუს მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ სივრცეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე.

რიგით 62-ე ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალის კონკურსანტები კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ: 

1.შვედეთი

2.საქართველო

3.ავსტრალია

4.ალბანეთი

5.ბელგია

6.მონტენეგრო

7.ფინეთი

8.აზერბაიჯანი

9.პორტუგალია

10.საბერძნეთი

11.პოლონეთი

12.მოლდოვა

13.ისლანდია

14.ჩეხეთის რესპუბლიკა

15.კვიპროსი

16.სომხეთი

17.სლოვენია

18.ლატვია

აღსანიშნავია, რომ 18 კონკურსანტიდან 10 რჩეულ შემსრულებელს, მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. 

მეორე ნახევარფინალი 11 მაისს გაიმართება. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი კი 13 მაისს ჩატარდება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა. 

შოუს დასასრულს, 13 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge