png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნასვამმა პოლიციელებმა კონსტანტინე მანაგაძე სასტიკად სცემეს

  • სამართალი
  • 09.05.2017
  • 23:00
ნასვამმა პოლიციელებმა კონსტანტინე მანაგაძე სასტიკად სცემეს

ათენში საქართველოს მოქალაქე 1985 წელს დაბადებული კონსტანტინე მანაგაძე, რომელმაც 2016 წლის მაისიდან სასჯელი ხანიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან ათენის შს სამინისტროს უცხოელთა განყოფილების საპატიმრო დაწესებულაბაში იმყოფებოდა საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად ყოფნისათვის, პოლიციის მიერ სასტიკად იქნა ნაცემი. ოჯახის წევრების ინფორმაციით, შემთხვევა 8 მაისს მოხდა, მას შემდგომ რაც დაკავებული კონსტანტინე მანაგაძე ბერძნულის არ მცოდნე პატიმარს გამოესარჩლა, რომელიც პოლიციის თანამშრომლისაგან მედიკამენტს ითხოვდა - პოლიციელი კი მას შეურაცხყოფას აყენებდა. პატიმრობაში მყოფი კონსტანტინე მანაგაძის დედის რუსუდან იობიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მისი შვილის ცემაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელებიც იღებდნენ მონაწილეობას, რომლებმაც მომხდარი ფაქტის შემდგომ, მისი შეფასებით კვალის დაფარვის მიზნით დაკავებული ათენთან ახლოს მენიდის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც საკანში შესვლისთანავე დაკავებულ კონსტანტინე მანაგაძეს ადგილზე მყოფი პატიმრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ბლაგვი საგნებით სასტიკად სცემეს. ამავე საღამოს მდგომარეობის დამძიმების გამო სასტიკად ნაცემი კონსტანტინე მანაგაძე ათენში სოტირიას საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო დახმარების მიზნით, სადაც დაზარალებულს ნაკერები დაადეს და უკან საპატიმრო განყოფილებაში დააბრუნეს. საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე მანაგაძის დედამ რომელიც ათენში იმყოფება მომხდარი ფაქტის შესახებ ათენში საქართველოს საკონსულოს და სახალხო დამცველის ოფისს მიმართა დახმარებისათვის და ითხოვს დახმარებას. ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტს ფოტოებითაც ადასტურებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge