სავჩენკომ მაკრონს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
- მსოფლიო
- 10.05.2017
- 13:00
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს რუსეთის წანააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სთხოვს. ამის შესახებ მან Facebook-ის თავის გვერდზე დაწერა.
„მოგმართავთ თხოვნით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეინარჩუნოთ და გააძლიეროთ სანქციები, რადგან ამ ქვეყანას ესმის მხოლოდ ძალის და სიმტკიცის, რომელსაც ფლობთ პირადად თქვენ და თქვენი ქვეყანა“,- წერს სავჩენკო.
ამასთან სავჩენკომ მაკრონსა და ფრანგ ხალხს გამარჯვება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად და მისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200