png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

  • პოლიტიკა
  • 11.05.2017
  • 10:05
შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით  იმყოფებოდნენ.
ვიზიტი ფარგლებში, შსს-ს დელეგაციის წევრებმა ძალოვან სტრუქტურებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს.
სწავლების ძირითადი თემები  იყო: მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ტექნიკური და პროცედურული ღონისძიებები, გერმანული კანონმდებლობის თანახმად პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლები, ღია და ფარული ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი და სამართლებრივი საფუძვლები, საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების პროცესში ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების უფლებრივი საკითხები, პოლიციელთა მხრიდან სხვადასხვა სახის დარღვევებსა და გადაცდომებზე რეაგირების მექანიზმები, სახელმწიფო საზღვარზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი და სხვა. ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქსონიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის წარმომადგენლებს: ოფისის ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს - მარიო ოსვალდსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოადგილეს - ბერნჰარდ ბანაშს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანმშრომლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს.
ქართველი სამართალდამცველები ასევე ეწვივნენ საქსონიის კრიმინალურ პოლიციას, საქსონიის გენერალურ პროკურატურას და ფედერალურ სასაზღვრო პოლიციას, სადაც მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge