ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- საზოგადოება
- 11.05.2017
- 10:32
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამდღიანი წვიმების შედეგად, რამდენიმე ადგილზე კლდოვანი მასა და ქვებია ჩამოცვენილი.
ამ წუთებში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა.
მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. შეჩერებული იყო გაწმენდითი სამუშაოებიც, რომელიც გამთენიისას განახლდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200