png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

  • პოლიტიკა
  • 11.05.2017
  • 16:34
 ისრაელი და საქართველო შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

10 მაისს, თბილისში გაიმართა ორმხრივი საკონსულო კონსულტაციები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის. ისრაელის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი.

კონსულტაციებზე, სხვა საკითხებთან ერთად,  განიხილეს ისრაელის სახელმწიფოში არალეგალური მიგრაციის  საკითხზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.  მხარეებმა გამოხატეს  მზადყოფნა  აქტიურად იმუშაონ საქართველოს მხრიდან ისრაელში არალეგალურ მიგრანტთა ნაკადის მაჩვენებლის შესამცირებლად, რაც საბოლოო ჯამში ორივე ქვეყანას საშუალებას მისცემს  დაიწყონ საუბარი შრომითი მიგრაციის თაობაზე.

საკონსულო კონსულტაციებისას მხარეებმა მიღწიეს პრინციპული შეთანხმებას, რომ ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის პირობები გავრცელდეს ისრაელში   არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე, თუკი ისინი ნებაყოფლობით დატოვებენ ისრაელის სახელმწიფოს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში შეიმუშაონ  იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად მყოფი საქართველოს  მოქალაქეების მხრიდან ისრაელის სახელმწიფოს დატოვების შემთხვევაში.  

საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე -  ზვიად გონაძე, მონაწილეობდნენ - საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - გიორგი ტაბატაძე და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი -  პაატა კალანდაძე.  კონსულტაციებში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა.  ისრაელის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საემიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორი-ამნონ შმუელი,  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი - სტელა რაპი, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი- შაბთაი ცური და ისრაელის საზღვრის დაცვის თანამშრომლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge