png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სტიქია მესტიაში

  • საზოგადოება
  • 11.05.2017
  • 17:10
სტიქია მესტიაში

რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. სტიქიამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, და ნაპირდამცავი გაბიონები.

სტიქიის შედეგად ბეჩოს ჭუბერის და ლახამულას ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და სავარგულები დაზიანდა.

ჯვარი-მესტია-უშგული-ლასდილის საავტომობილო გზაზე, კალა უშგულის მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და  გზა ჩახერგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

კალას ტერიტორიულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან ვიჩნაშის და დავბერის სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები მდინარის ადიდების შედეგად სრულად დაზიანდა. ასევე დაზიანებულია ლახამულას და ბოგრეშთან დამაკავშირებელი ხიდი.

ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ვედთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა წაღებულია. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები და ხაიშის ხუთ სოფელს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში ნაკრის ცენტრიდან სოფლებთან (ლაწომბა, ლაშხრაში, თავრერი, თავბერი, ხერვაში) დამაკავშირებელ შიდა საავტომობილო გზის  მონაკვეთი მთლიანად წაღებულია. ასევე დაზიანებულია მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭოლაში-ჟამუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულთან დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთი. ასევე მეწყერია ჩამოსული მაგარდელი - ლაბსყალდის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. ხოლო სოფლების ტვიბერი - ლეზგარას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი დაზიანებულია და შეფერხებულია ამ მიმართულებით გადაადგიგლება.

მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი ხელმძღვანელბს. დილიდანვე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. ამ დროისთვის, პრობლემურ ადგილებზე გასულები არიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge