png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გამოკითხულთა 84 %-სთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია - NDI

  • პოლიტიკა
  • 12.05.2017
  • 12:24
 გამოკითხულთა 84 %-სთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია - NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს მიესალმება. კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 84% აცხადებს, რომ მისაღებია, 11% აღნიშნავს, რომ მიუღებელია, ხოლო 5 %-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კითხვას, თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან, რომელი დაეხმარება ყველაზე მეტად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში, გამოკითხულთა 29% ნატო-ში გაწევრიანებას ასახელებს, 16%  - საქართველოს მიერ საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ხოლო 11% - ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოკითხულთა 14% შეკითხვას პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ახლა შეიტანს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ევროკავშირის წევრი მომავალ ხუთ წელიწადში გახდება. გამოკითხულთა 18% ფიქრობს, რომ 10 წლის შემდეგ, 10% კი მიიჩნევს, რომ არასდროს. კითხვაზე პასუხი არ იცის 32%-მა.

კითხვაზე გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, გამოკითხულთა 92 % აცხადებს, რომ ამის შესახებ იცის, ხოლო 7 %-ს არ სმენია.

კითხვაზე ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს, გამოკითხულთა 51 % ეთანხმება, 35 % - არ ეთანხმება, 7 %-მა არ იცის. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ​წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2,493 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge