png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

„ისრაელის სახლმა“ ისრაელის მშენებელთა გაერთიანებას ქართველ მუშებზე ზრუნვა სთხოვა

  • საზოგადოება
  • 12.05.2017
  • 16:12
 „ისრაელის სახლმა“ ისრაელის მშენებელთა გაერთიანებას ქართველ მუშებზე ზრუნვა სთხოვა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის მშენებელთა გაერთიანების თავმჯდომარე, რომელმაც სასტუმრო „პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ მონაწილეობა მიიღო დასაქმებულთა უფლებებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. ღონისძიებას 60 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კონფერენციის მეორე დღეს იცხაკ მოიალმა შეხვედრა გამართა „ისრაელის სახლში“, სადაც განიხილეს ისრაელში ლეგალურად და უკანონოდ დასაქმებულთა უფლებების საკითხი.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ სტუმარს სთხოვა, საქართველოსთვის სამუშაო კვოტების ოფიციალურად გამოყოფის შემთხვევაში, იზრუნოს ქართველ მშენებლების დასაქმებაზე.

იცხაკ მოიალის თქმით, ისრაელში ოფიციალურად დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უფლებები გათანაბრებულია ისრაელის მოქალაქის უფლებებთან. ისინი იღებენ სოციალურ მხარდაჭერას, მათზე ზრუნავს პროფკავშირი, შრომის ანაზღაურებაც ისეთივეა, როგორც ისრაელის მოქალაქის. ისრაელის მშენებელთა გაერთიანების თავმჯდომარემ მაგალითისთვის ისრაელში პალესტინელთა დასაქმების შემთხვევა გაიხსენა. მისი თქმით, პალესტინელი არაბები არცერთ არაბულ ქვეყანაში არ იღებენ ისეთ მაღალ ანაზღაურებასა და სოციალურ შეღავათებს, როგორც ისრაელში.

შეხვედრაზე „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დარჩენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დაუშვებელია ქვეყანაში უკანონოდ შეღწევა, რაც ვნებს ურთიერთობებს. ამიტომაც რამდენიმე თვის წინათ ის გამოვიდა ინიციატივით, რომ დროებით, 100 დღით  შეჩერდეს უვიზო რეჟიმი და მხარეებმა კარგად შეისწავლონ არსებული პრობლემები, რათა იოლად მოხდეს მისი აღმოფხვრა.

იციკ მოშეს აზრით, ამ საკითხში ერთ-ერთი სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორი ისიცაა, რომ მხარეები პრობლემის განხილვისას სხვადასხვა ტერმინოლოგიით საუბრობენ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხზე მოლაპარაკებები საბოლოოდ  წარმატებით დასრულდება.

იცხაკ მოიალმა გამოთქვა სურვილი, ოფიციალური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში,  ისრაელში ვიზიტისას შეხვდეს საქართველოს ვიცე-პრემიერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას და მასთან ერთად დაგეგმოს მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები, რის შემდეგაც ისრაელის პროფკავშირებისა და მშენებელთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეარჩევენ და გადაამზადებენ კადრებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge