png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

  • პოლიტიკა
  • 15.05.2017
  • 10:27
საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მარგველაშვილი სლოვაკეთს პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები - მამუკა ჩიქოვანი, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე.

გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები შედგება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ და სლოვაკი და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ასევე, პრემიერ რობერტ ფიცოსთან და ეროვნული საბჭოს სპიკერ ანდრეი დანკოსთან.

ბრატისლავაში გიორგი მარგველაშვილი კომენიუსის უნივერსიტეტში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს და უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრატისლავაში ბავშვთა ფსიქოლოგიისა და პათოფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტს ეწვევა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს. ასევე ეწვევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საწარმოს და საწარმოში დასაქმებულებს შეხვდება.

16 მაისს საქართველოს პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად სლოვაკეთის პრეზიდენტი ლევოჩაში, მშობლიურ ქალაქში უმასპინძლებს. პრეზიდენტები ტატრას მთაზე სამთო - სათხილამურო კურორტს დაათვალიერებენ და ანდრეი კისკა საქართველოს დელეგაციას ტურიზმის განვითარების მიმართულებით სლოვაკეთის გამოცდილებას გაუზიარებს.

გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო ვიზიტი სლოვაკეთში 17 მაისს დასრულდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპასუხო ვიზიტი სლოვაკეთში. სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და შესაბამისად, მისი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანია.

აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთის პრეზიდენტთან და უმაღლესი თანამდებობის პირებთან განიხილავს რეგიონულ თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს რეგიონული როლის უკეთესად გამოყენებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ცხადია, საუბარი შეეხება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი დინამიკა, რადგან გარკვეული ტიპის ბიზნეს ურთიერთობებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა პირველად შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრატისლავაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge