თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი გათიშულია
- საზოგადოება
- 16.05.2017
- 17:21
თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს 16:15 საათზე შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება სს „თელასისგან“, რის გამოც საბურთალოს ხაზი დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს.
ხაზზე მოძრავი ყველა მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა შესაბამის სადგურებზე.
თბილისის მეტროს პირველი ხაზი (ვარკეთილი-ახმეტელის თეატრი) მუშაობას აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200