ალექსანდრე კვიტაშვილი თანამდებობას ტოვებს
- პოლიტიკა
- 04.11.2015
- 12:56
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გამოცემა „პოლიტიკო”-სთან საუბარში განაცხადა, რომ ორი კვირის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს თანამდებობიდან გადააყენებენ .
იაცენიუკის თქმით, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ენერგეტიკისა და განათლების სამინისტროებსაც. გარდა ამისა, დაინიშნება ვიცე-პრემიერი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.
ჯერ უცნობია, ვინ გახდება უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი. იაცენიუკის თქმით, კანდიდატურების შერჩევის პროცესი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200