png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

თბილისის მერია ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს

  • საზოგადოება
  • 18.05.2017
  • 14:31
თბილისის მერია ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია და ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას  გეგმავს. ქუჩის განვითარება და რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე მომზადდება, ხოლო  ფიზიკური სამუშაოები 2018 წელს დაიწყება.

ფიროსმანის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით  მოსახლეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დეპუტატი რიმა ბერაძე, თბილისის „განვითარების ფონდის დირექტორი“ გიორგი ბაიდარაშვილი და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები შეხვდნენ.

„დღეს შევხვდით ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას და ვისაუბრეთ მათთან  ფიროსმანის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოებზე. ეს  ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო და შემდგომ პერიოდში დგება ის დრო, როდესაც მნიშვნელოვანი პროექტები უნდა მოვამზადოთ ამ უბნის განვითარებასთან დაკავშირებით. მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდება საცხოვრებელ სახლებში არსებული მდგომარეობა და ამ ადამიანების ცხოვრება გახდება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს არის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფიროსმანის ქუჩის  აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მსხვილი არეალების რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელდება და ქუჩაზე მდებარე 40-მდე  შენობას  რეაბილიტაცია  ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება.

ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის ქუჩაზე, N29 - ში მდებარე    მუზეუმის  შენობის რეაბილიტაციის დაწყება  2017 წელს იგეგმება. შენობის   საპროექტო სამუშაოები 3 თვეში დასრულდება, ხოლო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge